ქართ | Eng

ISSN 2449-2396 (ბეჭდური) | E ISSN 2449-2612 (ონლაინ)

ავტორთათვის

სტატიის გაფორმების წესი

  • ავტორებს შეუძლიათ სტატია წარმოადგინონ ქართულ და ინგლისურ ენაზე;
  • ინგლისურ ენაზე წარმოდგენილ სტატიას თან უნდა ახდეს სრული თარგმანი ან ვრცელი რეზიუმე (2 გვ.) ქართულ ენაზე (ქართულენოვანი ავტორებისათვის), ან მხოლოდ ვრცელი რეზიუმე (2 გვ.) ინგლისურ ენაზე (უცხოენოვანი ავტორებისათვის);
  • ფურცლის ზომა A4;
  • მინდორი: ზევით-ქვევით - 2 სმ; მარჯვნივ-მარცხნივ - 2,5 სმ;
  • შრიფტი: ქართული ტექსტისათვის - Sylfaen; ინგლისური ტექსტისათვის - Times New Roman;
  • შრიფტის ზომა -12;
  • სტრიქონებს შორის მანძილი -1,5;
  • ფურცელი არ უნდა დაინომროს;
  • მონაცემები ავტორის შესახებ:
  • ავტორის (ავტორების) სახელი, გვარი (ცენტრირებული, შრიფტის ზომა 12);
  • მოკლე აკადემიური ბიოგრაფია (არაუმეტეს 100 სიტყვისა);
  • ნახაზები, ნახატები, სქემები, ფოტოები, ილუსტრაციები, ცხრილები მოცემული იყოს შესაბამისი ტექსტის ქვეშ ან მომდევნო გვერდზე;
  • თუ ტექსტში მოცემულია მხოლოდ ერთი ილუსტრაცია, იგი არ ინომრება;
  • ნახაზები, ნახატები, სქემები, ფოტოები, ილუსტრაციები, ცხრილები უნდა დასათაურდეს და/ან დაერთოს მცირე განმარტება იქვე, მასალის სათაურის ქვემოთ;
  • ნახაზი უხარვეზოდ უნდა აისახებოდეს ეკრანზე (გარჩევისუნარიანობა 96-150 dpi);
  • სტატიის სახელწოდება (ცენტრირებული, Bold, შრიფტის ზომა 14);
  • მოკლე ანოტაცია (არაუმეტეს 8 სტრიქონისა) სტატიის ენაზე (დახრილი, Italic), შრიფტის ზომა 12), რომელშიც ასახული იქნება სტატიის მხოლოდ ძირითადი სამეცნიერული შედეგი (სიახლე);
  • საკვანძო სიტყვები - არაუმეტეს  ხუთისა- სტატიის ენაზე  (დახრილი, Italic, შრიფტის ზომა 12);
  • სტატიის ძირითადი ნაწილი, რომელიც მოიცავს შესავალს (აქტუალობა), ძირითად ტექსტს და დასკვნას - (შრიფტის ზომა 12);
  • წარმოდგენილ უნდა იქნეს სტატიის ელექტრონული ვერსია  (მისამართი: 0141,  თბილისი, დ. გურამიშვილის გამზირი  76, ჟურნალის - „გლობალიზაცია და ბიზნესი“ -  რედკოლეგია; ელფოსტა: info@eugb.ge);
  • ავტორი ვალდებულია, დაიცვას ციტირების სტილი (იხ.: ქვემოთ):

ციტირების ნიმუში

სტატიის ბოლოს მითითებული გამოყენებული ლიტერატურის სიაში გამოცემები დალაგ­დება ანბანური თანმიმდევრობით ავტორების (ასეთის არარსებობის შემთხვევაში, კრებუ­ლის სათაურის) გვარების მიხედვით, ჯერ ქართული, შემდეგ უცხოური გამოცემები.

1. მონოგრაფია

სიაში:

რატიანი, დ. (2005). გლობალიზაციის ეკონომიკური პრობლემები. თბილისი, „ინტელექტი“, გვ. 10

ტექსტში:

(რატიანი, 2005: 10)

2. ნაშრომი:

კრებულში

სიაში:

რატიანი, დ. (2005).  გლობალიზაციის ეკონომიკური პრობლემები. კრებულში: „მდგრადი განვითარების სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები“, თბილისი, „ინტელექტი“, გვ. 10

ტექსტში

(რატიანი, 2005: 10)

ჟურნალში

სიაში:

რატიანი, გ. (2015). გლობალიზაციის ეკონომიკური პრობლემები. ჟ.: “გლობალიზაცია და ბიზნესი”, № 3, გვ. 30

ტექსტში

(რატიანი, 2015: 30)

3. თუ წიგნს (სტატიას) ჰყავს რამდენიმე ავტორი, ტექსტში მრგვალ ფრჩხილებში ჩაიწერება პირველად მითითებული ავტორის გვარი, და შემდეგ ჩვეულებრივად, როგორც ერთი ავტორის შემთხვევაში (რატიანი... 2005: 10)

4. კრებულები სიაში: თსუ...შრომების კრებული. თბილისი, „ეკონომიკა“, 2015, გვ. 15, ტექსტში დამოწმებული იქნება ასე: (თსუ ..., 2015: 15)

5. უცხოენოვანი წიგნის მითითების შემთხვევაში, ავტორის გვარი უნდა მიეთითოს ორიგინალის ენაზე, ხოლო დამოწმების წესი იქნება ისეთივე, როგორიც არის ქართულენოვანი წიგნის მითითებისას.

6. ენციკლოპედიის ან ლექსიკონის დამოწმება ხდება ავტორის (ავტორთა გვარების) ან სათაურის პირველი სიტყვის მითითებით, ზუსტად ისე, როგორც ზემოთ.

7. თუ ავტორს ერთსა და იმავე წელს გამოცემული აქვს ორი ან მეტი წიგნი, ავტორის ნაშრომის გამოცემის წელის შემდეგ მიეთითება შესაბამისად ა, ბ და ა.შ. ნიმუში: (რატიანი, 2007ა :181).

8. ავტორისეული შენიშვნები ჩატანილი უნდა იყოს სქოლიოში, შესაბამისი გვერდის ბოლოს და დაინომროს ერთიანი ნუმერაციით მთელ სტატიაში. სქოლიოს შრიფტის ზომა 9. სტატიის შიგნით ტექსტის ციტირებისას იგი უნდა გამოიყოს ძირითადი ტექსტიდან დახრილი შრიფტით (იტალიკით). ციტატის შრიფტის ზომა - 11.

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ მიმართოთ  ჟურნალის  რედაქციას.

Globalization & Business European Teaching University European Teaching University European Teaching University mes.gov.ge erih plus index copernicus Google Scholar Open Academic Journals Index Scientific Indexing Services Daugavpils University