ქართ | Eng

ISSN 2449-2396 (ბეჭდური) | E ISSN 2449-2612 (ონლაინ)

საგამომცემლო ეთიკა

ყველასთვის, ვინც ჩართულია საგამომცემლო საქმეში (ავტორი, ჟურნალის მთავარი რედაქტორი, რედაქტორები, ნაშრომის რეცენზენტები და გამომცემელი), აუცილებელია, შემუშავებული ეთიკური ნორმები მიღება. ჩვენი ჟურნალისთვის ეთიკური კოდექსი დაფუძნებულია საგამომცემლო ეთიკის კომიტეტის საუკეთესო პრაქტიკულ წარმმართველ პრინციპებზე ჟურნალის გამომცემლებისთვის Committee on Publication Ethics (COPE).

მთავარი რედაქტორის მოვალეობები

სამართლიანობა

წარმოდგენილი ნაწერები ფასდება მათი ინტელექტუალური შინაარსის მიხედვით განურჩევლად ავტორების რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, რელიგიური მრწამსის, ეთნიკური წარმოშობის, მოქალაქეობის ან პოლიტიკური შეხედულებებისა.

კონფიდენციალურობა

მთავარი რედაქტორი და სარედაქციო კოლეგია ვალდებულნი არიან არ გაუმჟღავნონ ნებისმიერი ინფორმაცია წარმოდგენილი ნაწერისა გარეშე პირებს. სტატის ავტორ(ებ)ს ეცნობება მხოლოდ რეცენზენტ(ებ)ის დასკვნა და საჭიროების შემთხვევაში შენიშვნები გასასწორებლად, რეცენზენტ(ებ)ის ვინაობის გამხელის გარეშე.

ინტერესთა კონფლიქტი

განსახილველად წარმოდგენილი გამოუქვეყნებელი მასალები არ უნდა იქნეს გამოყენებული გამომცემლის საკუთარ კვლევაში ავტორ(ებ)ის წერილობითი თანხმობის გარეშე.

საგამომცემლო გადაწყვეტილებები

ჟურნალის მთავარი რედაქტორი პასუხისმგებელია მიიღოს გადაწყვეტილება რომელი წარმოდგენილი სტატიები უნდა გამოქვეყნდეს. მთავარმა რედაქტორმა უნდა იხელმძღვანელოს ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის პოლიტიკით და კანონის ისეთი მოთხოვნებით, რომ არ ქონდეს ადგილი ცილისწამების, საავტორო უფლებების დარღვევის და პლაგიატობის ბრალდებებს.

რეცენზენტების მოვალეობები

წვლილი პუბლიკაციის შესახებ გადაწყვეტილებებში

რეცენზენტები ეხმარებიან მთავარ რედაქტორს პუბლიკაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში და ავტორთან საგამომცემლო ფორმატში მისაღები კომუნიკაციის მეშვეობით (ზემო აღნიშნული კონფიდენციალურობის დაცვით) შეიძლება დაეხმარონ ავტორსაც ხელნაწერის გაუმჯობესებაში.

თავისდროულობა

ნებისმიერი მოწვეული რეცენზენტი  ვინც არაკვალიფიციურად  თვლის თავს, განიხილოს კვლევა, რომელიც მოცემულია ნაწერში, ან იცის, რომ  მის დროულად რეცენზირებას ვერ  შეძლებს, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს მთავარ რედაქტორს ამის შესახებ, რომ მოიძებნოს სხვა რეცენზენტ(ებ)ი.

კონფიდენციალურობა

ნებისმიერი ნაწერი, რომელიც მიღებულია რეცენზირებისთვის, ითვლება კონფიდენციალურ დოკუმენტად. მისი სხვა პირებისთვის ჩვენება დაუშვევბელია გარდა იმ შემთხვევისა, თუ მთავარი რედაქტორის მიერ არის ეს ნებადართული.

ობიექტურობის სტანდარტები (ნორმები)

რეცენზენტებმა უნდა შეაფასონ ნაშრომი ობიექტურად. ავტორის პირადული კრიტიკა მიუღებელია. რეცენზენტებმა უნდა გამოთქვან აზრი ნათლად, შესაბამისი მყარი არგუმენტებით.

წყაროების აღიარება (დადასტურება)

რეცენზენტებმა უნდა მოახდინონ იმ შესაბამისი გამოქვეყნებული ნაშრომის იდენტიფიცირება, რომელიც არ ყოფილა ციტირებული ავტორების მიერ. ნებისმიერ განცხადებას, რომ დაკვირვება, წარმოშობა ან არგუმენტი იყო უკვე მოხსენიებული, თან უნდა ახლდეს შესაბამისი ციტატა ან შესაბამის ავტორზე მითითება. რეცენზენტმა მთავარი რედაქტორი უნდა ჩააყენოს საქმის კურსში, ნებისმიერი არსებითი მსგავსების ან ხელნაწერსა და ნებისმიერ უკვე გამოქვეყნებულ მონაცემს შორის (რომელზედაც აქვთ პირადი ინფორმაცია) გადაცდენის აღმოჩენის შემთხვევაში.

ინტერესთა კონფლიქტის გამორიცხვა

პრივილეგირებული ინფორმაცია ან აზრი, რომელიც მიღებულია რეცენზენტებისგან, კონფიდენციალურად ითვლება და არ უნდა იქნას გამოყენებული პირადი მიზნებისთვის. ხელნაწერის რეცენზენტებად არ უნდა იქნეს არჩეული ის ადამიანები, რომელთაც აქვთ რაიმე სახის ინტერესთა კონფლიქტი ნებისმიერ ავტორთან, კომპანიებთან ან ორგანიზაციებთან (რომელთაც აქვთ კავშირი ამ წარდგენილ ნაწერებთან) გამომდინარე კონკურენტული, თანამშრომლობითი, ან სხვა რაიმე სახის ურთიერთობიდან ან კავშირიდან.

ავტორთა მოვალეობები

ანგარიშგების ნორმები (სტანდარტები)

ავტორებმა, რომლებიც წარადგენენ ორიგინალური კვლევის შედეგებს, უნდა წარმოადგინონ როგორც შესრულებული სამუშაოს ზუსტი ანგარიში, ასევე ობიექტური მსჯელობა, რომ ეს ნაშრომი ნამდვილად ღირებული და მნიშვნელოვანია. ძირითადი მონაცემები დიდი სიზუსტით უნდა იქნეს წარმოდგენილი ხელნაწერში. ნაშრომი აგრეთვე უნდა შეიცავდეს საკმარისი რაოდენობის დეტალებს და მითითებებს, სხვებმა შეძლონ, შეასრულონ იგივე სამუშაო სურვილისა და დაინტერესების შემთხვევაში. თაღლითობა ან განზრახ მოცემული არაზუსტი ინფორმაცია ითვლება არაეთიკურ საქციელად და მიუღებელია ნორმებისთვის.

ორიგინალობა და პლაგიატობა

ავტორებმა უნდა დაასაბუთონ, რომ მათ  მიერ დაწერილი ნაშრომი ორიგინალს წარმოადგენს და თუ ავტორებს უკვე გამოყენებული აქვთ სხვათა ნაშრომი და/ან სიტყვები, ეს სიტყვები და/ან ნაშრომები უნდა წარმოდგენილ იქნას ციტატის ან გამონათქვამის სახით.

მრავალჯერადი ან კონკურენტული პუბლიკაცია

ავტორმა, ზოგადად, არ უნდა წარადგინოს ერთზე მეტ ჟურნალში გამოსაქვეყნებლად ხელნაწერი, რომელშიც აღწერილია არსებითად იგივე კვლევა, ან თავდაპირველი პუბლიკაცია. ერთი და იგივე ხელნაწერის პარალელური წარდგენა ერთზე მეტი ჟურნალისთვის ითვლება არაეთიკურ  საპუბლიკაციო საქციელად და მიუღებელია.

წყაროების მითითება (ციტირება)

ყოველთვის უნდა იქნას  წარმოდგენილი სხვათა ნაშრომის შესაბამისი დადასტურება. ავტორებმა უნდა მოიყვანონ ციტატები (ან გამონათქვამები) იმ პუბლიკაციებისა, რომლებმაც წარმოდგენილი ნაშრომის შინაარსზე გადამწყვეტი გავლენა მოახდინა.

ხელნაწერის ავტორობა

ავტორობა უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ იმ პიროვნებებზე, ვინც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა წარმოდგენილი კვლევის კონცეფციაში, დიზაინში, შსრულებასა თუ ინტერპრეტირებაში. ყველა, ვინც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა, ჩამოთვლილ უნდა იქნეს როგორც თანაავტორი. იქ, სადაც არიან სხვებიც,  ვინც მონაწილეობა მიიღო კვლევის პროექტის გარკვეულ (ცალკეულ) ასპექტებში, უნდა დასახელდნენ წარდგენის ნაწილში (პარაგრაფში, სექციაში, განყოფილებაში).

შესაბამისმა ავტორმა უნდა უზრუნველყოს, რომ ყველა არსებული თანაავტორი (ზემოთ აღნიშნული განსაზღვრების თანახმად),  შევიდეს ხელნაწერის ავტორთა ჩამონათვალში და რომ ყველა ავტორმა უნდა ნახოს და დაადასტუროს ნაშრომის საბოლოო ვერსია და მოხდეს მისი გამოსაქვეყნებლად წარდგენის შეთანხმება.

გამჭვირვალობა და ინტერესთა კონფლიქტი

ყველა ავტორმა უნდა გამოამჟღავნოს თავის ნაწერში, თუ არსებობს რაიმე ფინანსური ან სხვა არსებითი ინტერესთა კონფლიქტი, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს შედეგებზე ან ნაწერში მათ ინტერპრეტაციაზე. პროექტის ფინანსური მხარდაჭერის ყველა წყარო უნდა იყოს ყველასათვის გამჭვირვალე (ცნობილი).

ფუნდამენტური შეცდომები გამოქვეყნებულ ნაშრომში

როდესაც ავტორი აღმოაჩენს მნიშვნელოვან შეცდომას ან უზუსტობას თავის გამოქვეყნებულ ნაშრომში, ავტორის ვალდებულებაა, დაუყოვნებლივ (სასწრაფოდ) აცნობოს ამის შესახებ რედაქტორს ან გამომცემელს და ითანამშრომლოს მასთან რომ ან ამოიღონ ნაწერი ან გამოაქვეყნონ ის შესაბამისი ჩასწორებით.

გამომცემლის თანხმობა

იმ შემთხვევაში, თუ არის სავარაუდო ან დამტკიცებული მეცნიერული გადაცდომა, თაღლითური პუბლიკაცია ან პლაგიატობა, გამომცემელმა უნდა  იზრუნოს შესაბამისი ანგარიშის გამოქვეყნებაზე, სადაც მითითებული იქნება დაშვებული შეცდომა და შეცდომის გასწორება, რამდენადაც შესაძლებელია, ან უფრო სერიოზულ შემთხვევებში მოახდინოს აღნიშნული სტატიის მთლიანად ამოღება.

Globalization & Business European Teaching University European Teaching University European Teaching University mes.gov.ge erih plus index copernicus Google Scholar Open Academic Journals Index Scientific Indexing Services Daugavpils University