ქართ | Eng

ISSN 2449-2396 (ბეჭდური) | E ISSN 2449-2612 (ონლაინ)

შეფასების სისტემა

შეფასების დამოუკიდებელი სისტემა

ჟურნალში გამოსაქვეყნებელი სტატია უნდა იყოს ორიგინალური, დაფუძნებული ავტორის (ავტორების) კვლევის შედეგებზე, არ შეიცავდეს პლაგიატს და წარმოდგენილი ფორმით არ იყოს არსად გამოქვეყნებული.

ყოველ სტატიას, კონფიდენციალურობის დაცვით, შეამოწმებს ორი დამოუკიდებელი რეცენზენტი.
სტატია შეფასდება მაქსიმუმ 100 ქულით.
სტატიას დასაბეჭდად რეკომენდაცია მიეცემა იმ შემთხვევაში, თუ ორივე რეცენზენტი ნაშრომს თითოეული კომპონენტის მიხედვით შეაფასებს დადებითად (შესაბამისი კრიტერიუმის მაქსიმალური ქულის ნახევარი +2 ქულა).
მთავარი რედაქტორი, შესაბამისი სფეროს რედკოლეგიის წევრებთან კონსულტაციის და რეცენზენტების დასკვნის საფუძველზე იღებს სტატიის ჟურნალში გამოქვეყნების შესახებ გადაწყვეტილებას.

სტატიის შეფასების კრიტერიუმებია შემდეგი:

•კვლევის თემის მიზანი და მისი აქტუალობა (მაქსიმალური შეფასება 20 ქულა).
შეფასდება: ნაშრომის მნიშვნელობა და მისი მიზნის შესაბამისობა კვლევის თემატიკასთან.
•მეცნიერული სიახლე და კვლევის შდეგების მნიშვნელობა (მაქსიმალური შეფასება 40 ქულა).
შეფასდება: კვლევის შედეგების მეცნიერული სიახლის დონე, მათი თეორიული, გამოყენებითი და პრაქტიკული მნიშვნელობა.
• საკვლევი პრობლემის ანალიზის სიღრმე და ნაშრომის სტრუქტურა (მაქსიმალური შეფასება 20 ქულა).
შეფასდება: რამდენად სიღრმისეულია მსჯელობა, როგორ იცნობს ავტორი (ან ავტორები) სტატიის თემატიკაზე არსებულ ნაშრომებს, როგორაა ორგანიზებული სტრუქტურულად სტატია კვლევის მიზნის მისაღწევად.

Globalization & Business European Teaching University European Teaching University European Teaching University mes.gov.ge erih plus index copernicus Google Scholar Open Academic Journals Index Scientific Indexing Services Daugavpils University